logo_geo
eng_logo
გაი გაბრიჭიძე: ფაროსანასთვის ვერ მოგვივლია...
- +

20 აპრილი. 2018. 21:35

 

 

ჟურნალისტი გაი გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„კარგით რა ხალხო, რა ნაცები და რის ევრონაცები. რა რ2 და რის არასამთავრობოები. რა არაბები პლეხანოვზე და რის ზანგები დიღომში.

 

ფაროსანასთვის ვერ მოგვივლია.

 

ხოჭოა ეგ დედააფეთქებული, მაგასაც სოროსი ხომ არ აფინანსებს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხომ არ იცავს?

 

რაღაც სახალხო, კარგი, აუცილებელი მოვიფიქროთ, გავიდეთ სადაც საჭიროა, დავეხმაროთ იმ ხალხს, ზოგიერთი კანონმდებლის თქმის არ იყოს, „სწავლა რომ არ უყვართ“ მაგრამ „სწავლის მოყვარულებს“ აჭმევენ და ასმევენ.

 

ვკითხოთ იმათ, ვინც ეს საქმე იცის და თუ რამე შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ ფაროსანასთან ბრძოლა ტეხავს? ისეთი მაჟორი პონტი არ არი, როგორც ხანძარი? ისც იმიტო რომ სახეებ–გამურულებმა „სელფები“ ვიჩალიჩოთ, ან რუსულ–ნომრიან მანქანებს ვსდიოთ 70–იანების გაიშნიკებივით?“ - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner