„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ნიკანორ მელია ყოველ დილა-საღამოს იმეორებს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საერთოდ, ყოფილთ-ყოფილი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩვეულებრივი ავიაბილეთით ჩამოფრინდება. ნიკანორმა ბოლოს ამის თაობაზე ტელეკომპანია „პირველს” განუცხადა. თუმცა გადაცემის წამყვანს დაავიწყდა ან მოერიდა, მისთვის ეთქვა – არჩამომსვლელის დედაცო!
ნიკანორ მელია: „მე დარწმუნებული ვარ, რომ არცთუ ისე შორეულ მომავალში მიხეილ სააკაშვილის იქნება თქვენი გადაცემის სტუმარი. ბატონი მიხეილი ჩვეულებრივი ავიაბილეთით ჩამოფრინდება საქართველოში. ვინ დაიჭერს სააკაშვილს? კრიმინალები ვერ გაასამართლებენ სახელმწიფოს აღმშენებლებს“.
რედაქტორის მინაწერი: ვინ დაიჭერს მიხეილ სააკაშვილს? – საკითხავი, აი, ეს არის! ვინ დაიჭერს, ნიკანორ და კანონი, სამართალი და ხალხი, რომელსაც 9 წელიწადი ცოცხებით, „დუბინკებით” და ავტომატებით უმასპინძლდებოდა. თუ მაგ უბედურისთვის სიკეთე გინდათ, კი არ უნდა ჩამოიყვანოთ, სადმე ალპებში საგულდაგულოდ გადამალოთ. ისე, ბატონი მიხა არც ისეთი გიჟია, შენნაირებს დაუჯეროს და მატროსოვის კეთილმოწყობილ ციხეში ჩაჯდეს. რაც შეეხება მის დაპირებებს, ეგ მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი, რათა ყბედობის ტემპი არ დაგივარდეთ.
ისე, ბატონო ნიკანორ, კარგი იქნება (მეტი დამაჯერებლობისთვის), ეს ზღაპარი ცოტა უფრო განავრცოთ… მაგალითად, ასე: მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ბილეთით ჩამოფრინდება, აეროპორტში ყვავილებით დავხვდებით, მივაცილებთ სახლამდე, ერთი კარგად გამოიძინებს, მეორე დღეს გამოვარდება ქუჩაში და მოაწყობს რევოლუციას. ისევ დაბრუნდება პრეზიდენტად, დაგვიბარებს, თანამდებობებს ჩამოგვირიგებს და ეგრევე მოგიტ…ნავთ კეთილებს! ჰა, როგორია, ხომ მაგარი ზღაპარია, ნიკანორ?!
ჰოდა, იქამდე არ აგიდგეთ გვერდები, სანამ ეგ ოცნება არ აგისრულდეთ!!!