logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: არა, ბატონო გიგილო, შენ ისე ხარ ამოვარდნილი გრაფიკიდან, წინაპრებიც არ მიგიღებენ!
- +

20 აპრილი. 2018. 22:52

 

 

უცნაური ქვეყანაა საქართველო – ის ძალიან ბევრ ავაზაკს იტევს გმირის საბურველში… უფრო სწორად, აქ, ამ მიწაზე ადამიანს, რომელსაც 48 მილიონი დოლარი აქვს მოპარული ბიუჯეტიდან და ციხეშიც იჯდა, თავისუფლად შეუძლია, მოსახლეობის ნაწილი მაინც დააბოლოს და იმის მტკიცებაც დაუწყოს, რომ ძალიან ამაყობს თავისი ბიოგრაფიით, რომ ის პატრიოტია და იმსახურებს პარლამენტის წევრობას. მეტიც, ასეთებს შეუძლიათ, გამოვიდნენ ტელევიზიით და ისაუბრონ სინდისზე, პატიოსნებაზე, კორუფციაზე, ქვეყნის აღმშენებლობაზე. კი, მაგრამ შენს ცოლს ბიუჯეტის ხარჯზე დუნდულების ოპერაცია რომ გაუკეთე და ევროპაში დაასეირნებდი ინგლისის დედოფალივით, ეგ როგორ იყოო? – იკითხავს ვიღაცა, მაგრამ ეს არაფერი, გიგილო უგულავა ნებიერად გადაწვება სავარძელში და ჩაიხვიხვინებს: ეგ არ ყოფილა, მოგონილიაო. 48 მილიონიც მოგონილიაო, „ნაცებს” რომ ვაფორმებდი მერიის სამსახურებში და მილიონობით ლარს ვტენიდი მხარდაჭერის სანაცვლოდ, ეგეც მოგონილიაო. ჰმ… ჩაერთვება ტელეკომპანია „პირველის” ეთერში და ასეთ „რეჩსაც” გამოაცხობს:

 

„ბიოგრაფიას ვერ წაშლი. მე ვამაყობ ჩემი ბიოგრაფიით, მთაწმინდითაც ვამაყობ, მაგრამ ბიოგრაფია უნდა გაამდიდრო. მე წარმოშობით ხონელი ვარ. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, დავუბრუნდე ჩემი წინაპრების სამყოფელს. „ქართულ ოცნებას” ხომ ყველაფერი უცნაურობა ახასიათებს. ვანი და ხონი გაერთიანებულია ერთ ოლქად. შუაშია სამტრედია“.

 

გადაცემის წამყვანი ვეღარ მოითმენს და გიგილოს ეტყვის – კალაძეებს შეუარეთ ხოლმე დასასვენებლად, იმედია, წყალს მაინც დაგალევინებენო.

 

შუბლძარღვგაწყვეტილის პასუხი: „კალაძეები არ არიან სამტრედიის საუკეთესო წარმომადგენლები. ბევრად საინტერესო ხალხია სამტრედიაში”.

 

მართლა უცნაური ქვეყანაა საქართველო – კი შეუძლია ავაზაკს, თავი გმირად მოგაჩვენოს, მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილში იუმორის მანქანა ამუშავდება ხოლმე და ასეთთა „სიამაყე” სასაცილო ხდება საშვილთაშვილოდ. მოკლედ, გიგილო უგულავა რომ საკუთარი ბიოგრაფიით ამაყობს, ეს ცინცხალი ანეგდოტია, მეტი რაღა გინდათ? ჰო, კიდევ ისა… კალაძეები არ არიან სამტრედიის საუკეთესო წარმომადგენლებიო… იმდენად გამოშტერებულია გიგილო, გვარსაც კი ეხება… შეიძლება კახა კალაძე არ მოგწონს, ბოღმა გახრჩობს, მაგრამ გვარი რა შუაშია? ამის მერე გადმოდგება, ეს აფრაკი და დაიწყებს პატრიოტიზმზე ბოდიალს, მაქვს შესაძლებლობა, დავუბრუნდე წინაპრების სამყოფელსო… არა, ბატონო გიგილო, შენ ისე ხარ ამოვარდნილი გრაფიკიდან, წინაპრებიც არ მიგიღებენ. ა, ალილო და ხვალეო, სულ ცოტაღა დარჩა!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner