უფლებადამცველი გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რუსეთის დედაქალაქში ვარ უკვე 5 თვეა, საქართველოს უამრავი მოქალაქე ცხოვრობს აქ. ბევრ მათგანს სჭირდება დახმარება, გვერდში დგომა, გამხნევება, რადგან ეს ადამიანები აქ შრომობენ რათა ოჯახები არჩინონ და ისევ საქართველოს ბიუჯეტი გაამდიდრონ... ყველა ნორმალურ ერს ჰყავს დიასპორა, მაგრამ ჩვენი ფსევდო და ფასადურია... აქ მოსკოვში არის ვინმე გია წურწუმია დიასპორის ხელმძღვანელი, სტაჟიანი ნაცმოძრაობასთან დაახლოებული პირი, ახალაიების ხაზით. მისი ხელმძღვანელობით არაფერი კეთდება ქართველებისთვის... მე ჩემს თავზე გამოვცადე აქ თავდასხმა და თანადგომის არ არსებობა დიასპორისგან... გვერდში დამიდგნენ მხოლოდ და მხოლოდ ახლობელი ადამიანები, როცა დიასპორას უნდა ემოქმედა სათანადოდ, მათ მხოლოდ ვიზის გაკეთება შესთავაზეს ჩემებს... ვიზის გარეშე არც ვიმყოფები მოსკოვში, ლეგალური მიგრანტი ვარ!
მე კარგი, მყავს ახლობლები, მაქვს ვიზა, აი სხვა ქართველები რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვთ იმათ ვინ დაეხმარება? დიასპორის სახელს წურწუმია და სხვა მისი სანაცეთი პირადი ინტერესებისთვის იყენებენ, ხალხი არავის ადარდებს! ვფიქრობ უახლოეს მომავალში შევიკრიბოთ ქართველები ვინც აქ ვცხოვრობთ და შევქმნათ რეალური, ძლიერი და ხალხზე ორიენტირებული დიასპორა!!! მალე დავიწყებ კონსულაციებს აქ მცხოვრებ ქართველებთან, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს რუსეთში, მომწერეთ პირადში, თქვენი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები, რა ღონისძიებების გატარებას უჭერთ მხარს, როგორ დავუდგეთ ქართველს როცა უჭირს, როგორ გავამხნევოთ და დავიცვათ ერთმანეთი!!!“ - წერს გაბედავა.