logo_geo
eng_logo
მაჭუტაძის მოჭუტული აზრები!
- +

21 აპრილი. 2018. 00:49

 

 

 

მსოფლიო დონის ბანი, პაატა ბურჭულაძე გახსოვთ? ჰო, ისა, პოლიტიკაში რომ მოვიდა მიხა სააკაშვილის დავალებით, კოვზი ნაცარში რომ ჩაუვარდა, მერე პოლიტიკიდან „ზადნით” რომ გავიდა და თავისი პარტიის („სახელმწიფო ხალხისთვის”) თავმჯდომარედ არასრულწლოვანი ნიკოლოზ მაჭუტაძე რომ დანიშნა. ჰოდა, ვინმე მაჭუტაძემ ახლა ფეხი გამოყო, ბიძინა ივანიშვილის კარში ერთი პენალტი მეც დამარტყმევინეთო. ადრეც უთხრეს: მიდი, შვილო, გაიარე, საშენო პენალტი სად არისო, მაგრამ მაინც დაიჟინა, მაშინ „ფეისბუქში” დავწერ ეგეთ რაღაცასო:

 

„თუ პოლიტიკურმა ოპოზიციამ, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და მედიის ნაწილმა მოახერხა ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის გამორჩევა და მასზე შეჯერება, ოლიგარქატის სრული დამარცხება ძალიან მალე იქნება სავსებით რეალური და უფრო მეტიც, გარდაუვალი“.

 

ღმერთო, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება ასეთი ჩერჩეტების გარეშე, ხშირად მოსაბეზრებელი რომ არ იყოს. აგერ, მოვიდა ვინმე ოპოზიციონერი მაჭუტაძე და ამტკიცებს, ოლიგარქატის დამარცხება გარდაუვალი იქნება, თუკი ჩვენ, ოპოზიციის ლიდერები ერთ კანდიდატზე შევჯერდებითო.

 

ჰა, ჰა, ჰა… წადი, შვილო, ფისი ქენი, ბურჭულაძის არიას მოუსმინე, დაიძინე, სიზმარში ბურჭულაძე ნახე, მოგეშვება, რა ოპოზიცია, რომელი ოლიგარქატი, რა ატმის კურკა, რაის ჯონჯოლი?!

 

გიორგი ხმალაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner