logo_geo
eng_logo
სოსო ვაშაკიძე: ჯანსაღ წინადადებას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე ლუსტრაცია!
- +

21 აპრილი. 2018. 01:08

 

 

ერთი ქალაქელის კაცის ფიქრები – ,,კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“:

 

კატასტროფული მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია დღეს საბანკო, საფინანსო ანუ მევახშეების სფეროშია. ნაკითხმა საზოგადოებამ იცის – მევახშეობა ერთ-ერთი ძველი პროფესიაა, მეორე ძირძველ პროფესიასთან ერთად… თუმცა, ყოფილი კომკავშირის მდივნები და პროკურორები თუ ესოდენ კარგად გაითავისებდნენ სხვის ხარჯზე ცხოვრებას, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი…

 

სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, წარმატებული მყვლეფავი ბიზნესი დაფრთხა, ავიშვიშდა და რატომ? განათლებულმა და სამშობლოს მომავალზე დაფიქრებულმა ახალგაზრდა კაცმა პრინციპულად უთხრა მათ: შემოვიღოთ ახალი წესები და ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე, რათა დავძლიოთ სიღარიბე!

 

ჯანსაღ წინადადებას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე ლუსტრაცია. მერე რა, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა კანონი მიეღო, აგერ, ბატონო, გამოხტნენ და გამოჩდნენ, როგორი სიზუსტით იყო გაკეთებული განცხადება ფინანსთა მინისტრის მიერ… როგორც კი გაამკაცრა პოზიცია და  რამდენიმე არგუმენტირებული ტელე-ინტერვიუთი, საბანკოსექტორთან დაყოვნებლივ შეხვედრით, რა უნდა ექნათ ,,ძლიერებს და ყველა დროის მოტივტივეებს?“ –  მსოფლიო დონის მატყუარა გამოიყვანეს, ჰოლანდიის საძოვრებზე მდგარი პრეზიდენტყოფილი – ,,ძროხა“ და ისეთი იაფფასიანი ჭორი ათქმევინეს, თან თავიც აქებინეს… ეს ხომ ნაცბოზბანდის ხელწერაა… ეს ცანცარი არ გაუვიდათ, ახლა თავიანთი საინფორმაციო საშუალებებით ცდილობენ, დაამკვიდრონ აზრი, რომ ,,ბანკებს წინა ხელისუფლებაც ებრძოდა ამგვარი მეთოდებით“.

 

არა, ბატონებო! წინა ხელისუფლება კი არ გებრძოდათ, ციფრს გიკონკრეტებდათ და მიარბენინებდით… ყველა მიკროსაფინანსო, ლომბარდი წინა ხელისუფლების პირობებში გაძლიერდა, ისევ თქვენი და ხელისუფლების გაურკვეველი წარმომავლობის თანხების გათეთრებით. გამოდით და თქვით, რომ ეს ასე არ იყო!

 

პ.ს. თქვენ, ვინც მაგ სფეროში მოღვაწეობთ, ხომ არ იცით, რას ნიშნავს საზოგადოების მხარდაჭერა? თქვენ მხლოდ სხვის უბედურებაზე, ბედნიერების მოწყობა, ზუსტად მოწყობა იცით, არც მცირე, არც საშუალო მეწარმე არ გადარდებთ. ჭარბვალიანობა, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს შეეხო, თქვენი საზრდოა და არ გაწყობთ სამართლიანობა?! თქვენ ხომ პასუხისმგებლობას იხსნით ყველა მსესხებელზე და მის კატასტოფულ შედეგზე? გიკვირთ ემიგრანტებისთვის ჯანსაღი მცდელობა, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და სამშობლოში აკეთონ ბიზნესი? რა თქმა უნდა, თქვენ გააქციეთ და დააქციეთ უმრავლესობა!

 

მომავალ შეხვედრამდე.

 

სოსო ვაშაკიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner