ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:
„სოციალურმა ქსელმა შეშალა უკვე სამყარო, მშობლებს ბავშვების გასაზრდელად აღარ სცალიათ, მასწავლებლების იმედზე ყავთ მიგდებული, მასწავლებლებს უფლებები არა აქვთ, ბავშვს რომ ხმამაღლა უთხრან სიტყვა, მობილურებს ურთავენ და უჩივიან, მანდატურებს ფეხებზე კიდიათ სამსახური, უბნის ინსპექტორს სკოლაში შესვლა ეკრძალება და რა მივიღეთ? მკვლელების თაობა, უზნეო გარყვნილი ბავშვები, სისასტიკე და ძალადობა, რა დროს პოლიტიკაა, თაობები იღუპება! სკოლებს მივხედოთ სკოლებს და ტელევიზიით გარყვნილების პროპაგანდას, ეროვნულ საგანძურზე ვაკეთოთ გადაცემები, ვისთვის გვინდა ეს ქვეყანა ერთხელ არ გიფიქრიათ?“ - წერს ჯღარკავა.