ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.
აფეთქება ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მდებარე სალოცავთან ახლოს მოხდა, სადაც შიიტი მუსლიმები იყვნენ შეკრებილნი.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა, ბოლო პერიოდში ერაყში ტერორისტული დაჯგუფებები გააქტიურდნენ და ამას „ისლამურ სახელმწიფოს" უკავშირებენ.