logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO არ აპირებს რუსეთის იზოლირებას, რუსეთი ჩვენი მეზობელია
- +

21 აპრილი. 2018. 11:49

 

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მოქმედებები გააკრიტიკა, თუმცა ამავდროულად, გარკვეული პირობების საფუძველზე, დიალოგის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

 

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს, მხარს უჭერს სირიაში სასტიკ რეჟიმს, ახორციელებს კიბერშეტევებს და სხვა ქვეყნების არჩევნებში ერევა. გენმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის წარმოება ძნელია, თუმცა აუცილებელი.

 

NATO არ აპირებს რუსეთის იზოლირებას. რუსეთი ჩვენი მეზობელია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

ამასთან, გენმდივანი რუსეთთან მიმართებაში გერმანიის მთავრობის პოლიტიკას მიესალმა. მისი აზრით, გერმანია მხარს უჭერს „რუსეთთან კომუნიკაციის ორმხრივ მიდგომას, როგორიცაა - ძლიერი დაცვა და დიალოგი“.

 

აპრილის დასაწყისში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ სურს რუსეთთან შეიარაღებაში ახალი შეჯიბრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner