თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თვალს ვადევნებ მამუკა ბახტაძის ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში ჩამოყალიბებული მანკიერი სისტემის წინააღმდეგაა მიმართული.
თვითონ მამუკა ბახტაძე აშკარად კომპეტენტური ადამიანია და, ამავე დროს, პრინციპული და გაბედული პიროვნების შთაბეჭდილებას ახდენს.
ცხადია, მას შეხვდება მევახშეთა და მონოპოლისტთა გააფთრებული წინააღმდეგობა, ამიტომ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, ვინაიდან, რასაც ის აკეთებს, ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანისკენაა მიმართული“, - წერს მანჯავიძე.