ბრიტანულმა სტუდია PLP Architecture-მა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ხის პირველი ცათამბჯენის პროექტი, რომელიც ლონდონს დაამშვენებს. 300 მეტრიანი ხის კონსტრუქცია ლონდონის ცენტრში აღიმართება და მისი საერთო ფართობი 93 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.
„ხე-ტყის გამოყენება შეცლის იმ გზას, რითაც აქამდე ვაშენებდით ამ ქალაქში", - ამბობს PLP Arcitecture-ს პარტნიორი კევინ ფლანაგანი. „ხის მასალების გამოყენება მშენებლობაში საშუალებას მოგვცემს, რომ შევქმნათ უფრო სასიამოვნო, სარელაქსაციო, კრეატიული გარემო".
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხის ცათამბჯენები შესაძლოა, არქიტექტურის ახალ ტრენდად იქცეს, რადგან რკინა-ბეტონის კონტრუქციებთან შედარებით, მათი უპირატესობა ეკოლოგიურად სუფთა მასალებშია.
გარდა ამისა, ხის სახლების მშენებლობა, მშენებლებს დროის ეკონომიის საშუალებასაც აძლევს.
ხის ახალი ცათამბჯენი Shard-ის შემდეგ იქნება სიმაღლით მეორე ნაგებობა ლონდონში.