logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
- +

21 აპრილი. 2018. 15:28

 

 

აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნოვრუზ მამედოვი დაამტკიცა.

 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პოსტს 1996 წლის შემდეგ არტურ რასიზადე იკავებდა. თანამდებობა 2003 წელს მან მხოლოდ რამდენიმე თვით დატოვა, როდესაც პრემიერ-მინისტრად ილჰამ ალიევი დაინიშნა. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის ალიევმა დღეს რასიზადეს მადლობა გადაუხადა.

 

საკადრო ცვლილება აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდა, რომელშიც ილჰამ ალიევმა ხმების 86 პროცენტი მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner