logo_geo
eng_logo
სომხეთის უშიშროების სამსახურმა ტერაქტების მომზადების ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავა
- +

21 აპრილი. 2018. 16:06

 

 

სომხეთის უშიშროების სამსახურმა ტერაქტების მომზადების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის უშიშროების სამსახურის საიტზე ვრცელდება.

 

„დადგენილია, რომ პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ოპოზიციონერთან კავშირში მყოფმა სომხეთის ორმა მოქალაქემ შექმნეს დანაშაულებრივი ჯგუფი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე ადგილზე 100-150 თვითნაკეთი დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანას გეგმავდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მათი ინფორმაციით, ტერაქტების მოწყობა ერევანში, თავისუფლების მოედანზე, სავაჭრო ცენტრ „დალმა გარდენ მოლში“, ერთ-ერთ გასართობ ცენტრში, ხიდების ქვეშ და საცხოვრებელი სახლების მახლობლად იგეგმებოდა. ტერაქტების მოწყობის მიზანი შიშის ატმოსფეროს შექმნა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე ზეწოლა იყო.

 

„დანაშაულებრივი ჯგუფის ორი ორგანიზატორი და მათი ოთხი სავარაუდო თანამზრახველი დაკავებულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner