logo_geo
eng_logo
დემონსტრანტებმა ერევანში შესასვლელი ცენტრალური გზა გადაკეტეს
- +

21 აპრილი. 2018. 16:31

 

 

დემონსტრანტებმა პროტესტის მერვე დღეს ერევანის შესასვლელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. მიუხედავად სერჟ სარგსიანის გაფრთხილებისა, რომ პოლიცია უკანონო ქმედებებს ადეკვატურად უპასუხებს, სამართალდამცველები ჯერჯერობით მომიტინგეებს არ შლიან.

 

პარალელურად, მოქალაქეების მცირე ჯგუფები სომხეთის დედაქალაქის ქუჩების ბლოკირებას ახდენენ, თუმცა ამ შემთხვევაში, დაკეტილი გზების გახსნას პოლიცია მალევე ახერხებს, რაც ხშირ შემთხვევაში, აქტივისტების დაკავებებით სრულდება.

 

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. პროტესტანტები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ.

 

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner