logo_geo
eng_logo
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
- +

30 აპრილი. 2016. 15:32


იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:30 საათზე გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. წმინდა ცეცხლი იერუსალიმის მართლმადიდებელთა პატრიარქმა თეოფილოს III- მ გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.



ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობისა.



მომლოცველები წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. წმინდა ცეცხლს თბილისში ჩარტერული რეისით სავარაუდოდ, 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ.



მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner