logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩემი მეგობარი გადაარჩინა... დიდი მადლობა ექიმებს...
- +

21 აპრილი. 2018. 19:24

 

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩემი მეგობარი გადაარჩინა“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაია კახიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი სტუდენტობის მეგობარი, მომღერალი, არჩილ ნიკოლაიშვილი, სიკვდილს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა გადაარჩინეს.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მაღაზიიდან დარეკეს.  ადგილზე მისულ ექიმებს, აჩიკო უგონო მდგომარეობაში, იატაკზე  მწოლიარე დახვდათ, რომელსაც თვითმხილველების გადმოცემით  მაღაზიაში შესვლისას დაუკარგავს გონება. მონიტორზე დაფიქსირდა ფიბრილაცია (გულის გაჩერება) და ასევე, საძილე და პერიფერიულ სისხლძარღვებზე არ აღენიშნებოდა პულსაცია.

 

მე - 4 რ/სამსახურის ბრიგადამ - 0413 შემადგენლობით: უფროსი ექიმი, ეკატერინე ხომერიკი, უმცროსი ექიმი, თამარ რუხაძე და მძღოლი -  მალხაზი ფანცულაია, ადგილზე დაიწყეს მისი სიცოცხლისთვის  ბრძოლა და რეანიმაცია. გაჩნდა გულის რითმი თუ არა არჩილი  თბილისის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია.

 

პ.ს. დიდი მადლობა ექიმებს, ვინც ჩემი მეგობარი გადაარჩინა. სწორედ სასწრაფო დახმარების ექიმებზე და დროულ, კვალიფიციურ დახმარებაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე. აჩიკო! ყველაფერი კარგად იქნება!“ - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner