logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: ის ბავშვი მთელი ბავშვობა შურისძიებაზე იფიქრებს...
- +

21 აპრილი. 2018. 19:32

 

„გაიზრდება ის ბავშვი...  ამ ტკივილით...  წუხილით...  ცრემლით...  სირცხვილით... გზადაგზა, მთელი ბავშვობა შურისძიებაზე იფიქრებს...“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაიზრდება და უკვე ახალგაზრდა , მოკლავს რომელიმეს, მის მწამებელთაგან და მერე როგორც მკვლელს, ისე ჩაქოლავს საზოგადოება, რომელიც დღეს მას იცავს.

 

საზოგადოება, რომელსაც დღევანდელი ვიდეო ხვალ უკვე დავიწყებული ექნება, ისე, როგორც დათო სარალიძე და მისი მეგობარი, სასტიკად მოკლული ბავშვები შეატოვა მამას, უსამართლო სამართალს...

 

ასეთია ცხოვრება, ყოველთვისაა საშიშროება რომ გზიდან გადაუხვევ... სამწუხაროა...“ - წერს დარეჯან მეფარიშვილი.

 

ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა.

 

„სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არსრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

 

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner