logo_geo
eng_logo
ნინო სურგულაძე: აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია ქრისტიანთათვის და ჩემთვისაც გამორჩეულია...
- +

1 მაისი. 2016. 17:13


აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია ქრისტიანთათვის და ჩემთვისაც გამორჩეულია..." - აღნიშნავს ნინო სურგულაძე „კვირის პალიტრასთან" საუბარში და ჰყვება, თუ როგორ ხვდება მისი ოჯახი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.



ვფიქრობ, რაც სიხარულსა და სიამოვნებას განიჭებს არა მარტო შენ, არამედ ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც, ის აუცილებლად ხშირად უნდა გააკეთო. აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია ქრისტიანთათვის და ჩემთვისაც გამორჩეულია... მთელი ოჯახი, დიდი სიხარულით აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს. თუ საქართველოში ვარ - ყოველთვის ღამეს ვათენებ ტაძარში და ვლოცულობ... ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, ახალი და საინტერესო კერძების მოფიქრება, ექსპერიმენტები.


 ბებია ამზადებდა არაჩვეულებრივ პასქებს. დღემდე მკვეთრად მახსოვს მისი გემო, იმდენად განსაკუთრებული იყო. სამწუხაროდ, მისი რეცეპტი არ ვიცი. ძალიან ვნანობ, ბებიას არ დავუჯერე და კერძების მისეული რეცეპტები არ ჩავიწერე...მგონია, თუ ადამიანი რაიმეს სიყვარულით ამზადებს და ამ დროს კარგ რაღაცებზე ფიქრობს, საჭმელიც აუცილებლად, გემრიელი გამოუვა. 



 შინაგანი ღიმილი ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის! ყველაზე მძიმე მომენტშიც კი რაღაც პოზიტივი უნდა დაინახო. ცხოვრება ისედაც ძალიან რთულია... მოწყენილობა არც ქრისტიანულად არის სწორი და არც - საინტერესოა. მერწმუნეთ, უგუნებობაში კარგი არაფერია. ყოველთვის მოიძებნება ცხოვრებაში საბაბი საიმისოდ, რომ რაღაცით გაიხარო. გულში არ უნდა დაიგროვო ნეგატივი - ეს სიბერეს იწვევს!" - აღნიშნავს ნინო სურგულაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner