logo_geo
eng_logo
გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს
- +

21 აპრილი. 2018. 20:29

 

12 აპრილს, გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგონები მეგობართან იმალებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, დაკარგული მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ამ დროისათვის სამართალდამცავები ესაუბრებიან.

 

ერთ-ერთი ვერსიით, 16 და 17 წლის გოგონებმა სახლიდან გაქცევა, მამასთან კონფლიქტის გამო გადაწყვიტეს, ასევე ვრცელდება მეორე ვერსია, რომლის თანახმადაც, გოგონები თანატოლების მხრიდან იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი.

 

ოჯახი დაკარგულ გოგოებს 12 აპრილიდან ეძებდა, სამართალდამცავებს კი 16 აპრილს მიმართეს. უწყება გამოძიებას 143- ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner