ბათუმის ღამის მარათონის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. მათ ფულადი ჯილდოები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი კენიელი კიმუტაი კიმლიმო გახდა. მან ოცდაერთკილომეტრიანი მონაკვეთი დაახლოებით, ერთ საათში დაფარა.
მარათონი ზღვისპირა ქალაქში პირველად ტარდება და მასში 32 ქვეყნიდან 800-მდე მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენი მონაწილეობს.
საღამო ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტით დასრულდება.