logo_geo
eng_logo
„კვერცხის მოხატვის დროს მახსენდება იესოს ფილმი, ვფიქრობ და ფერებში გადმომაქვს“
- +

1 მაისი. 2016. 20:48

 

 

161-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ 9 წლის სანდრო ქანთარიამ საკუთარი ნიჭი თავად აღმოაჩინა. ის სააღდგომო საჩუქრებს ამზადებს - ჩიტის ბუდეში მოთავსებულ ფერად-ფერად კვერცხებს. ეს იდეა მაშინ დაებადა, როცა დედის საჩუქარი - მობილური ტელეფონი შემთხვევით დაუვარდა და ეკრანი დაუზიანა.

დედას ვეარ ვთხოვე, კიდევ ეყიდა და ვიფიქრე, მოდი, ამ საჩუქრებს გავაკეთებ და ამ გაყიდული ბუდეებით საჭირო თანხას შევაგროვებ-მეთქი", - ამბობს სანდრო. 

ბიჭუნა ნამუშევრების ასეთ მოწონებას არ ელოდა. ფიქრობს, რომ საჭირო თანხას მალე შეაგროვებს.
კვერცხებს სპეციალური მომზადების შემდეგ აკვარელით ღებავს.

სანდრო ქანთარია: კვერცხის მოხატვის დროს მახსენდება იესოს ფილმი. იმაზე ვფიქრობ და ფერებში გადმომაქვს (მაგალითად, წითელი - სისხლია, შავი - ბოროტი ადამიანები, ყვითელი - სინათლე, მწვანე - ახალი სიცოცხლე და ა.შ.).ვცდილობ, ნახატები არ გავიმეორო.მთავარია, რომ ფერების შერჩევა არ მიჭირს".

ჩიტის ბუდეებს მსხვილი თოკისგან აკეთებს და შიგ მოხატულ კვერცხებს ათავსებს.

სანდრო: „მსხვილ თოკს ვშლი, ეს რთულია ცოტა: ძაფი ადვილად არ მომყვება და ხელს მტკენს.
 ჯერ არ გამიყიდია, რომ იმ თანხით ტელეფონი მომივიდეს. ერთ ქალს ჩემი ნამუშევრები მოეწონა და 15 ცალი შემიკვეთა, უკვე დავუმზადე, ერთმა 6 ცალი იყიდა, ამერიკაში უნდა გააგზავნოს ახლობლებთან, რაც ძალიან მიხარია, - ჩემი ნახელავი უცხოეთში წავიდა, საზღვრებს გასცდა. ისე, ჩემი გაკეთებული სულ პირველი ბუდე ჩემს მოძღვარს, მამა ლევანს ვაჩუქე და ძალიან მოეწონა, ამას ხატების კუთხეში დავდებო, მითხრა". 


სანდრომ მომავალ პროფესიად უკვე სტომატოლოგობა აარჩია. ის ხატავს, ძერწავს, უყვარს კითხვა. როდესაც დედა მუშაობს, ის სახლში მარტოა ხოლმე. სკოლიდან შინ დაბრუნებული ჯერ მეცადინეობს, მერე კი ტელევიზორის ყურებით იქცევს თავს. ასევე დადის კარატეზე. თავის ასაკში საქართველოს ჩემპიონია. უკვე ლურჯი ქამარიც მოიპოვა.

 ვოცნებობ, რომ საკუთარი სახლი და საკუთარი ოთახი მქონდეს... ეზოში ჩემი ძაღლი მეყოლება, ლორდი". ახლა ბიძიასთან გვყავს და კვირაობით მივდივარ სანახავად. მინდა, ისეთი სამსახური მქონდეს, რომ დედა ნაკლებად შევაწუხო", - ამბობს სანდრო.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner