ბათუმში 6 მაისის პარკში 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, ადგილზე ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს თავზე ჭრილობა ჰქონდა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.