logo_geo
eng_logo
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია ქალაქ დუმაში კვლევას ატარებს
- +

21 აპრილი. 2018. 23:33

 

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებს, რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ, ღუტას რეგიონში მდებარე ქალაქ დუმაში იმ ადგილის დათვალიერებისა და კვლევის უფლება მისცეს, სადაც 7 აპრილს ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

 

სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის, კერძოდ ქლორის გაზის გამოყენების ფაქტს უარყოფს. იმავეს ამტკიცებს რუსეთი, რომელმაც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიების დაწყებას გაეროში ვეტო ექვსჯერ დაადო.

 

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრები ადგილზე მოპოვებულ მასალას ლაბორატორიული კვლევებისთვის სათაო ოფისში გადაგზავნიან.

 

სირიაში მოქმედი ერთადერთი ადგილობრივი მისიის, სირიის სამოქალაქო თავდაცვის, იგივე „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, 7 აპრილს სირიის ავიაციამ მოსახლეობასა და ქალაქში დარჩენილ მეამბოხეებზე ავიაიერიში ქიმიური იარაღით მიიტანა, რასაც 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

საპასუხოდ აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის მარაგის განადგურების მიზნით, ერთი კვირის წინ, ავიაიერიში განახორციელა.

 

რუსული და სირიული მედია ამტკიცებს, რომ „თეთრჩაფხუტიანებმა“ ვიდეომასალის ფაბრიკაცია მოახდინეს.

 

დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობები კადრების ფაბრიკაციასთან დაკავშირებით, რუსული პროპაგანდაა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner