logo_geo
eng_logo
სერჟ სარგსიანი: რეგიონის გეოპოლიტიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ, პოსტს დავტოვებ
- +

22 აპრილი. 2018. 02:39

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ რეგიონში რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, ხელისუფლებაში სხვა ძალები შეძლებენ მოსვლას. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

 

„ჩემი მხრიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ერთი პირობის გამო მოხდა - რეგიონში რთული გეოპოლიტიკური პერიოდის დროს, სადაც უამრავი გამოწვევაა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხო განვითარება და მივმართოთ ძალები ყარაბახის კონფლიქტის გადასაჭრელად“, - განაცხადა სარგსიანმა.

 

ერევანში აქციები 13 აპრილს დაიწყო. მომიტინგეები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრობას აპროტესტებენ.

 

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner