სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ რეგიონში რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, ხელისუფლებაში სხვა ძალები შეძლებენ მოსვლას. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„ჩემი მხრიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ერთი პირობის გამო მოხდა - რეგიონში რთული გეოპოლიტიკური პერიოდის დროს, სადაც უამრავი გამოწვევაა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხო განვითარება და მივმართოთ ძალები ყარაბახის კონფლიქტის გადასაჭრელად“, - განაცხადა სარგსიანმა.
ერევანში აქციები 13 აპრილს დაიწყო. მომიტინგეები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრობას აპროტესტებენ.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა.