ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„აღდგომა უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, ამ აღდგომას შევხვდი სამების საკათედრო ტაძარში.
საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას, სტაბილურობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე მიდის და ძალიან მალე, ვფიქრობ, დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაზეც ყველა ქართველი ოცნებობს - ესაა ტერიტორიული მთლიანობა. ქრისტე აღსდგა!" - ამბობს პარლამენტარი.