logo_geo
eng_logo
ჯავად ზარიფი: ირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი მაისში სანქციებს დააწესებს
- +

22 აპრილი. 2018. 11:45

 

 

„ირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში სანქციებს დააწესებს, რომელიც 2015 წლის შეთანხმებით შეჩერებულია“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა.

 

„ჩვენ გვიწევს მოქმედების რამდენიმე ვარიანტები გვქონდეს. ეს ფუნქციები მზად გვაქვს, მათ შორის ბირთვულ სფეროში უფრო მეტი ინტენსიურობით ჩვენი აქტივობის განახლება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, ირანს ყველა ვარიანტი მზად აქვს და მათ საჭირო დროს აამოქმედებს. მისივე განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ მოსთხოვს ირანს ცალმხრივად შეასრულოს შეთანხმება, რომელიც უკვე დარღვეული იყო.

 

„იმ მომენტიდან, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მოვალეობების შესრულებას შეუდგა, ის არ ასრულებს შეთანხმებას. მან და მისმა ადმინისტრაციამ ყველა ზომა მიიღო, რათა ირანს არ მიეღო ეკონომიკური სარგებელი ამ შეთანხმებიდან“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ირანმა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი), ასევე გერმანიამ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner