logo_geo
eng_logo
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში მაგისტრალების მშენებლობას 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს
- +

22 აპრილი. 2018. 14:12

 

 

 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავრი მიმართულება წელსაც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იქნება.

 

როგორც ვაზილ ჰუდაკმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა, საფინანსო ორგანიზაცია მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობას, 2018 წელს დაახლოებით 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

 

„საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკის რიგით მეორე დიდი მიმღებია აღმოსავლეთ სამეზობლოში. ჩვენ მაგალითად, წელს დაახლოებით 200 მილიონი ევროთი ვაფინანსებთ გზებისა და ესტაკადების მშენებლობებს, განსაკუთრებით ძირითადი განგრძობადი დერეფნებისას, იმიტომ რომ საქართველო მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყანაა როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ, ისე ჩრდილო-სამხრეთ მიმართულებებით, ამიტომ გვსურს ამ მიმართულების მხარდაჭერა გავაგრძელოთ“, – განცხადა ვაზილ ჰუდაკმა ვაშინგტონში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

 

მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.

 

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ და მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს ევროკავშირში გამოცდილება ადგილობრივი ბანკებისთვის გარანტიების შექმნისა, იმისათვის, რომ მეტი მხარდაჭერა გაუწიონ ასეთ მიმართულებებს“, – განმარტა ვაზილ ჰუდაკმა.

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის ქვეყანაში სამწარმოებლო მშენებლობა რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოემსახურება, პოტენციურად – რუსეთსა და ირანსაც.

 

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ამგვარი წარმოებით ელექტრო საჯარო ტრანსპორტისა და მანქანების. ბევრი გეგმა გვაქვს და ველით თანამშრომლობას“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner