ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. ორმხრივ უვიზო რეჟიმს მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან დააწესებს.
მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ჩასვლას მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც ე.წ. „აფხაზეთის დამოუკიდებლობა" აღიარეს.
კან ტანიას განცხადებით, „ვიზების გამარტივებული წესით გასაცემად" ფსოუზე ახალი „გამშვები პუნქტი" გაიხსნება.