ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქაბულის საარჩევნო რეგისტრაციის პუნქტთან აფეთქება მოხდა. მომხდარმა 31-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
მანამდე თავდასხმა მოხდა ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ბაგლანის რაიონშიც. სამიზნე ამჯერედაც ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრი იყო. მომხდარმა აქ 7 ადამიანი იმსხვერპლა. დაჭრილია 10-ზე მეტი ადამიანი.
„თალიბანმა“ მომხდართან კავშირი თავიდანვე გამორიცხა.