ბარსელონა ესპანეთის თასის მფლობელი გახდა. მადრიდში გამართულ ფინალში ჩემპიონატის ლიდერმა ბარსელონამ 5:0 დაამარცხა სევილია.
გუნდი თასს არსებობის ისტორიაში 31-ედ დაეუფლა.
ბარსელონა ძალიან ახლოს არის დუბლთან – ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, ის 12 ქულით უსწრებს „ატლეტიკოს.“