საფრანგეთში უცნობი მამაკაცის მუქარის გამო, კუნძულზე ევაკუაცია გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბარში მყოფი მამაკაცი დაიმუქრა, რომ პოლიციელზე თავდასხმა აპირებდა.
პოლიციამ გადაწყვიტა კუნძულიდან მოქალაქეები სასწრაფო წესით გაეყვანა. სამართალდამცავების ცნობით, ჯერ უცნობი რჩება მუქარის ავტორის ვინაობა და მართლაც აქვს თუ არა მას იარაღი.
მონ-სენ-მიშელი მცირე ზომის კუნძულია, რომელსაც ყოველწიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.