logo_geo
eng_logo
ერევანში დღევანდელი საპროტესტო აქციების დროს შვიდი ადამიანი დაშავდა
- +

22 აპრილი. 2018. 16:43

 

 

 

ერევანში დღევანდელი საპროტესტო აქციების დროს შვიდი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში რჩებიან.

 

სულ ჰოსპიტალიზაცია 10 ადამიანს დასჭირდა, მათგან შვიდ კლინიკებში დღეს მომხდარი შეტაკების შემდეგ გადაიყვანეს.

 

ექიმების განცხადებით, სამი დემონსტრანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

 

მოგვიანებით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ამ დროის ოფიციალური მონაცემებით დაკავებულია 192 ადამიანი. მათ შორის არის ოპოზიციის ლიდერი ფაშინიანი და კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი. მათ უკანონო შეკრების ორგანიზებას ედავებიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner