სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, აფხაზეთში - 16, ხოლო ცხინვალის რეგიონში 19 მოქალაქე დააკავეს.
რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, სუს-ის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საზღვრის კვეთისას უკანონოდ 52 ადამიანი, ოკუპირებულ ცხინვალში კი 126 ადამიანი დააკავეს.
რიცხვებში ცდომილება აფხაზეთის რეგიონის შემთხვევაში 10-15%, ხოლო ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში 5-10%-ია.