logo_geo
eng_logo
მართებულია თუ არა აღდგომა დღეს საფლავზე გასვლა
- +

1 მაისი. 2016. 10:50


ბოლო დროს ჩვენში წესად დამკვიდრდა სასაფლაოზე ზუსტად აღდგომა დღეს - კვირას გასვლა. ეს მართებული არ არის, რადგან ამ დროს ადამიანს გლოვა არ შეშვენის. ქრისტიანი აუცილებლად ტაძარში უნდა შეეგებოს ამ დღესასწაულს.



მართლმადიდებლური მრწამსის მიხედვით, არც აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში შეიძლება საფლავზე გასვლა, თუმცა პატრიარქმა აღდგომის მეორე დღეს დაუშვა სასაფლაოზე გასვლა, მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის ორშაბათი არ შედის მიცვალებულთა მოსახსენებლად დაწესებულ დღეებში.


ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს. ეკლესიაში აკეთებენ სააღდგომო საკურთხს, სრულდება წირვა სააღდგომო წესით ტიპიკონის შესაბამისად და სააღდგომო პანაშვიდზე იხსენიებენ მიცვალებულებს და აკურთხებენ საკურთხს.




* * *


მორწმუნეები ამბობენ, ვინც აღდგომას ან ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, პირდაპირ სასუფეველში ხვდება. აღდგომისას დახშულია ჯოჯოხეთის კარი, სამაგიეროდ ყველასთვის გახსნილია კარი სამოთხისა. თუ უფალი ამ დღეებში ვინმეს გარდაცვალებას ინებებს, გიხაროდეთ, რადგან მათია სასუფეველი ცათა.



აღდგომასა და ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესიებში აღსავლის კარი არ იკეტება, რათა ყველამ იცოდეს, რომ სასუფეველი არასდროს არ არის ასე ახლოს ჩვენთან, როგორც ამ დღეებში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner