logo_geo
eng_logo
„დღეს არის დიდი დღესასწაული“ - ილია მეორის ნათლული კიდევ 1000-ზე მეტი ბავშვი გახდა
- +

22 აპრილი. 2018. 21:41

 

 

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს 1000-ზე მეტი ბავშვი გახდა.

 

ილია მეორემ საკუთარი ნათლულები დალოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

 

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის დიდი დღესასწაული. მენელსაცხებლე დედათა და მათთან ერთად, თამარ მეფის დღესასწაულია. ამასთან ერთად, დღეს არის დიდი დღესასწაული იმით, რომ დღეს ინათლება 1000-ზე მეტი ბავშვი. ღმერთმა დალოცოს ჩემი ნათლულები, ღმერთმა დალოცოს მათი მშობლები და ძმანი. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

პატრიარქის ინიციატივით, საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა, რომლის მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობს გაუმჯობესებაა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner