ნიკარაგუაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
აქციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს, ისინი კი საპასუხოდ სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.
ნიკარაგუაში საპროტესტო აქცია 18 აპრილს საპენსიო რეფორმის გატარების დღეს, დაიწყო. მოვლენების გაშუქებისას ნიკარაგუელი ჟურნალისტი პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის თანახმად დასაქმებულებისთვის საპენსიო შენატანები გაიზარდა, ხოლო დამსაქმებლებისთვის საერთო სარგებელი შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლის, ანუ დანიელ ორტეგას გაპრეზიდენტების შემდეგ ნიკარაგუაში ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა.
ვატიკანში, საკვირაო მესას დროს რომის პაპმა ნიკარაგუას სისხლისმღვრელი საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.