logo_geo
eng_logo
სომხური მედიის ცნობით, აქციას ერევანში ჯარისკაცები შეუერთდნენ
- +

23 აპრილი. 2018. 14:09

 

 

სომხური მედიის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, აქციის მონაწილეებს შეუერთდა სამხედროფორმიან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის წარმომადგენლები არიან.

 

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას აპროტესტებენ. გავრცელებული ცნობით, ერევანში ჯამში, აქციის 300-მდე მონაწილეა დაკავებული.

 

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner