logo_geo
eng_logo
სომხეთის თავდაცვის უწყება: იმ სამხედროების მიმართ, რომლებიც უკანონო აქციებს შეუერთდნენ, მკაცრი ზომები გატარდება
- +

23 აპრილი. 2018. 15:33

 

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ საპროტესტო აქციებში სამხედროების მონაწილეობა დაგმო.

 

„სამშვიდობო ძალების ბრიგადის ერთი ჯგუფი უკანონოდ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა. ამ სამხედროების წინააღმდეგ, კანონის შესაბამისად, ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება, ვინაიდან კანონის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები შეზღუდულები არიან ნებისმიერ შეკრებებში მონაწილეობის უფლებებში“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ქმედება ასევე წარმოადგენს სამხედრო ნაწილის შინაგანაწესის დარღვევას.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სამხედროებიც შეუერთდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner