ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე მოსახლეობას აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ყველას ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვთხოვ უფალს, საქართველო ყოფილიყოს ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენ, ქართველებს გვსურს.
აღდგომას ყოველთვის ვხვდები ტაძარში. ბედნიერი ვარ, რომ წელს მოვახერხე და ჩემს მშობლიურ სოფელში შევხვდი, სადაც აღევლინა წირვა-ლოცვა და სადაც ამჟამად 2 ეკლესიის აღდგენა მიმდინარეობს... ასევე, აღდგომას ჩემი საარჩევნო ოლქიდან ვხვდები ადამიანებს, მათ ვსტუმრობ ხოლმე და პირადად ვულოცავ აღდგომას. იმედი მაქვს, წლევანდელი აღდგომა მოგვიტანს ყველაფერ საუკეთესოს", - განაცხადა ჩაფიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.