სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას კარენ კარაპეტიანი შეასრულებს.
კარაპეტიანი პრემიერის თანამდებობას 2016-2018 წლებში იკავებდა, 17 აპრილს კი სერჟ სარგსიანის მოადგილედ დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ სერჟს სარგსიანმა ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
ერევანში სერჟ სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ.
აქციის მონაწილეები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან სარგსიანის გადადგომას ითხოვდნენ, ერევნის ქუჩებში ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილებას ოვაციებით ხვდებიან.