logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ყველამ კარგად ვიცით - „არც ერთია კდემამოსილი და არც მეორე ქალწული“!
- +

23 აპრილი. 2018. 20:56

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მაგარ „საინტერესო მოვლენასთან“ გვაქვს საქმე:

 

- საინფორმაციო სივრცე ივსება ნაცების და ევრონაცების „კამათით“ საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ერთმანეთს „ამუნათებენ“ იმ დანაშაულებებში, რაზეც ორივემ პასუხი უნდა აგოს. ამ დროს რეალური შეფასებების ადგილი აღარ რჩება და ხალხს აღარ რჩება საშუალება გაიგოს სიმართლე და ზუსტი შეფასება გააკეთოს.

 

მაგალითად დღეს საინფორმაციო ველი გავსებულია ჩერგოსა და გვარამიას შორის კამათით იმაზე, თუ რომელი წარმოადგენს პარტიულ ტელევიზიას, არადა ყველამ კარგად ვიცით, რომ „არც ერთია კდემამოსილი და არც მეორე ქალწული“...

 

ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია „თემის გაფუჭება“, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს.

 

მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ვთქვათ დასახელება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’.

გაფუჭდა სიტყვები „ერთიანიც“, „ნაციონალურიც“ და „მოძრაობაც’, რადგანაც ყველა კარგად ვხედავთ, თუ რა შედეგი მოაქვს მათ „ერთიანობას“ და „მოძრაობას“ და როგორ „ნაციონალურადაც“ აზროვნებენ“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner