logo_geo
eng_logo
რამდენი კვერცხი და პასკა შეიძლება, ვაჭამოთ ბავშვს
- +

1 მაისი. 2016. 21:36


უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ბრწყინვალე აღდგომას ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი განსაკუთრებულად აღნიშნავს. ოჯახში სააღდგომო სუფრა იშლება, სადაც აუცილებლად უნდა იყოს წითელი კვერცხი და პასკა. პატარებს დღესასწაული ძალიან ახარებთ, მათთვის წითლად შეღებილ კვერცხს განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს, რის გამოც ვერ იცავენ ზომიერებას, ამას კი თან ახლავს კვების დარღვევის სხვადასხვა გამოვლინება.



რამდენი კვერცხის და პასკის მიღებაა დასაშვები სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის. რა რაოდენობის საკვები შეიძლება მიიღოს ბავშვმა სააღდგომო სუფრიდან? ამ შეკითხვას პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ლიკა თედიაშვილი პასუხობს.



1-დან 2 წლამდე ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ კვერცხთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები, შეუძლიათ მიიღონ 1 -1 ½ კვერცხი დღის განმავლობაში, 2-3 წლის ასაკის ბავშვებს 2 კვერცხი დღეში, ხოლო 4-8 წლის ასაკსი დასაშვებია მაქსიმუმ 3-4 კვერცხის მიღება დღეში.



2 წლის ასაკიდან შესაძლებელია 100-200 გრამი პასკის მიღებაც. მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის შესაძლებელია ცოტა მეტი ოდენობით პასკის მიღება.



აუცილებლად აკონტროლეთ ბავშვის კვება დღესასწაულის დღეებში და ნუ მოადუნებთ ყურადღებას, რათა დაიცვათ იგი შეუსაბამო საკვების არაზომიერი მიღებისგან და თავიდან აიცილოთ კვების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს. ჩართეთ პატარა სააღდგომო სამზადისში, ერთად გააფორმეთ სუფრა, გააფერადებინეთ კვერცხები და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ქართული „კვერცხის დაჭიდების" ტრადიცია.



ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner