„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა რურუამ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციის დარბევისას ძალის გადამეტება მოხდა.
„7 ნოემბერს მომხდარი ფაქტი არავის არ ესიამოვნა. მიტინგის დაშლა არ ნიშნავს ცემა-ტყეპას, მიტინგის დაშლა მოხდა არაპროფესიონალურ დონეზე, რაც გადაიზარდა ძალის გადამეტებაში, მაგრამ ეს აქცია იყო გადატრიალების მცდელობა“, - განაცხადა ნიკა რურუამ.