დოდო აფრასიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი. აფრასიძემ გადაცემაში იმ დროს დარეკა, როცა ეთერში სტუმრად სწორედ შს ყოფილი მინისტრი, გია ბარამიძე იმყოფებოდა.
„სიმართლე არის ის, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი. თუ რამეს როშავს, ყველაფერი არის თვითონ. რცხვენოდეს მას, ასეთ ტყუილებს რომ ლაპარაკობს. ვინ დაგვიყაჩაღებია, საერთოდ სვანეთში არ იყვნენ ჩემი ბიჭები ლტოლვილებს ჩემი მეუღლე რომ ეხმარებოდა. ჩავიდნენ და ნახონ, ჰკითხონ ხალხს, რამე ცუდი თუ გაგვიკეთებია ვინმესთვის. რას ლაპარაკობს, თვითონ არ იცის ამ არაადამიანმა. კუბდარების საჭმელად მოდიოდა იქ“, - განაცხადა აფრასიძემ.
ბარამიძის თქმით, აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სვანეთი გათავისუფლდა და აყვავდა. მისი თქმით, მოსახლეობა დატერორებული იყო და ადამიანებს აფრასიძეების ნებართვის გარეშე სვანეთში სტუმარიც კი ვერ აჰყავდათ.