უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვურჩევ ტელეკომპანია „პირველს“ ვახო სანაიას დღევანდელი ქმედების გამო ქართველ მაყურებელს ბოდიში მოუხადოს. შეცდომების აღიარებაც ღირსებაა. ძალადობაზე აკეთებდე გადაცემას და თავად ძალადობდე მხოლოდ ქართულ ჟურნალისტიკას შეუძლია. „რუსთავი 2“ -ის სკოლა მაინც თავისას შვება“, - წერს მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მჟავანაძე და ვახო სანაია პირდაპირ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სანაიამ მჟავანაძეს შემდეგი ტექსტით მიმართა: ,,თქვენ ახლა აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობთ და მერე კიდევ უფრო მეტ სისულელეს ამატებთ! თუ არ მოგწონთ აგერ არის კარი და მიბრძანდით!"