logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე „TV პირველს“: გირჩევთ ბოდიში მოიხადოთ...
- +

24 აპრილი. 2018. 03:07

 

 

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ვურჩევ ტელეკომპანია „პირველს“ ვახო სანაიას დღევანდელი ქმედების გამო ქართველ მაყურებელს ბოდიში მოუხადოს. შეცდომების აღიარებაც ღირსებაა. ძალადობაზე აკეთებდე გადაცემას და თავად ძალადობდე მხოლოდ ქართულ ჟურნალისტიკას შეუძლია. „რუსთავი 2“ -ის სკოლა მაინც თავისას შვება“, - წერს მჟავანაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მჟავანაძე და ვახო სანაია პირდაპირ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სანაიამ მჟავანაძეს შემდეგი ტექსტით მიმართა: ,,თქვენ ახლა აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობთ და მერე კიდევ უფრო მეტ სისულელეს ამატებთ! თუ არ მოგწონთ აგერ არის კარი და მიბრძანდით!"

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner