logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ეს აღდგომა ჩემთვის განსაკუთრებულია!
- +

1 მაისი. 2016. 22:34


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისთვის წლევანდელი აღდგომა განსაკუთრებულია. როგორც მანანა კობახიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ის ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე, საიდანაც სანთლები წამოიღო.


„ეს აღდგომა ჩემთვის განსაკუთრებულია იმით, რომ ახლახან მოვახერხე იერუსალიმში ჩასვლა. გახლდით მაცხოვრის საფლავზე, საიდანაც წამოვიღე სანთლები. ეს ჩემთვის მნიშველოვანი ფაქტია, რომ მაცხოვრის საფლავიდან წამოღებული სანთლები დავანთე ამ აღდგომას", - განაცხადა პარლამენტარმა.



კობახიძე, ტრადიციისამებრ, ტაძარში ხვდება აღდგომის დღესასწაულს, მეორე დღეს მიცვალებულთა საფლავებზე მიდის.


„ტაძარში მივდივარ, აღდგომის მეორე დღეს კი მიცვალებულების საფლავზე გავდივარ.  ვხვდები ისე, როგორც ყველა - წითელი კვერცხით, პასქით. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ პასქის გამოცხობას დროის პრობლემის გამო. კარგია, როდესაც გაქვს იმის ფუფუნება, რომ სახლში გამოაცხო. დიასახლისებს, ვისაც აქვს ამის დრო, მინდა ვუთხრა, რომ მათთვის ეს სასიამოვნო შესაძლებლობაა, რაც მე არ მაქვს პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე, რადგან დროის დეფიციტი ყოველთვის მაქვს.

 

 

მთელ მართლმადიდებელ მრევლს, ჩვენს თანამემამულეებს გულით და სულით ვულოცავ აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს. ეს მართლმადიდებლისთვის არის უდიდესი დღესასწაული. ასოცირდება სიკვდილის დამარცხებასთან, სიცოცხლის გამარჯვებასთან და იმ იმედთან, რომ უფალი ყოველთვის ჩვენთანაა. ყველა განსაცდელში გვაქვს მისი რწმენა, ამ რწმენით ვცხოვრობთ კიდეც. უფლის რწმენის გარეშე ცხოვრება რთული იქნებოდა, მეც იმ ადამიანთაგან ვარ, ვინც ამ რწმენით ცხოვრობს", - განაცხადა კობახიძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner