logo_geo
eng_logo
დოდო აფრასიძე: ომეხი ეზოში გაიყვანეს და ხელ-ფეხშეკრული დახვრიტეს - მეუღლე ცოცხლად დამიწვეს!
- +

24 აპრილი. 2018. 03:25

 

 

„ომეხი ეზოში გაიყვანეს და ხელ-ფეხშეკრული დახვრიტეს. 12 ვერტმფრენი გაფრთხილების გარეშე დაგვესხნენ თავს სროლითა და დაბომბვით“, - ამის შესახებ დოდო აფრასიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

„მე შედეგები არ ვიცი ექსპერტიზის, თუმცა ეს ნაწილობრივ იქნება სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მოხდა ჩემი შვილის გვამის ექსჰუმაცია, მეუღლე კი მაშინ ცოცხლად დამიწვეს და მისგან მხოლოდ ფერფლი დარჩა.

 

მე ჯერ კიდევ იმედით ვცხოვრობ, რომ სამართლიანობა აღდგება. როგორ უნდა დამტოვონ მთლად ასე. ჩვენ აღარაფერი გვაქვს. თუ რამე გვქონდა, ყველაფერი გადაგვიწვეს. ჩვენ ხან ვის სახლში ვათევთ ღამეს და ხან ვის სახლში. ბიჭები რომ გამოვიდნენ ციხიდან, წალკაში შევარემონტეთ ერთი სახლი და იმაში ვცხოვრობთ“, - აღნიშნა დოდო აფრასიძემ.

 

სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი, საპატიმროში იმყოფებიან. გოჩა აფრასიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, შმაგი აფრასიძეს კი - 18 წლით. მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე იყო. აფრასიძეების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გიორგი ბარამიძე სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner