logo_geo
eng_logo
ჯორჯ ბუში-უფროსი ჰოსპიტალიზირებულია
- +

24 აპრილი. 2018. 11:19

 

აშშ-ის ექს-პრეზიდენტი, 93 წლის ჯორჯ ბუში-უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს ინფექციის გამო. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯიმ მაკგრატმა.

 

„გუშინ დილით პრეზიდენტი ბუში ჰოსპიტალიზირებულ იქნა ქალაქ ჰიუსტონის მეთოდისტური ეკლესიის საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც ინფექცია სისხლში გავრცელდა. ის დადებითად რეაგირებს მკურნალობაზე და მდგომარეობა უმჯობესდება“, - წერს მაკგრატი.

 

ჯორჯ ბუში-უფროსის მეუღლე ბარბარა ბუში 17 აპრილს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner